მცხეთის N I საჯარო სკოლაში გავიარე ტრენინგი "ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების" II დონე, ტრენერი: ქ. თეა შავერდაშვილი.
ტრენინგის ხანგრძლივობა: 13 დღე (39 საათი).
ამ ტრენინგზე შევისწავლე:
სასწავლო პროექტის დაგეგმვა,მომზადება,წარმართვა და მისი გამოქვეყნება.
სასწავლო მასალის შექმნა და გამოქვეყნება ლემილში.
პრეზენტაციის მომზადება და გამოქვეყნება.
პრეზენტაციის წარმართვის ძირითადი პრინციპები.
აუდიო-ვიდეო მასალის ეფექტიანი გამოყენება სასწავლო პროცესში.
მოსწავლეთა შეფასების კრიტერიუმები.
ექსელში ნიშნების შეყვანა და გამოთვლა.
გუგლიდან ფოტოების გადმოწერა და პროექტში მისი გამოყენება.
ბლოგის შექმნა და პროექტის გამოქვეყნება.
ტრენინგი იყო ძალიან საინტერესო, სახალისო და ბევრის მთქმელი.
დიდი მადლობა ამ პროექტის ხელმძღვანელობას, ჩემთვის ძალიან საყვარელ და
მონდომებულ ტრენერს, რომელმაც ამდენი რამ შეგვასწავლა.
იმედი მაქვს ნასწავლ მასალას გამოვიყენებ საგაკვეთილო პროცესში.
Elza Meladze
Thursday, May 15, 2014
Wednesday, May 14, 2014
1. პროექტის სახელწოდება:მუხრან-ბატონთა სასახლე
2.პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2წინადადაბით:მოსწავლეებმა მოიძიონ და შეისწავლონ მუხრან-ბატონთა ცხოვრების ამსახველი ისტორიული მასალები.
3.პროექტის აქტუალობა:პატრიოტული გრძნობის განვითარება
4. პროექტის მიზნები:მუხრან-ბატონთა ისტორიის გაცნობა-შესწავლა .V-VI.22. მოსწავლეს შეუძლია აღწეროს საქართველოს მოსახლეობის კულტურათა მსგავსება-განსხვავებების გამოვლინებები 5.მონაწილეთა ასაკი:12-13წელი
6.ვადები/ხანგრძლივობა:10დღე
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:მოსწავლეები გამოიკვლევენ და შეისწავლიან სოფლის ისტორიულ წარსულს, განუვითარდებათ პატრიოტული გრძნობა. 8პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:სამუშაო ფურცლები,ინტერნეტი, ფოტო-აპარატი. 9.პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები)
:• მოსწავლეები ირჩევენ მათთვის საინტერესო თემას.(1დღე)
• გადანაწილდება სამუშაო.
• ინტერნეტით მოიძიებენ ბაგრატიონთა სამეფო გვარის ისტორიას.(1დღე)
• გავლენ სოფელში და მოსახლეობაში აწარმოებენ გამოკითხვას.(2დღე)
• მოახდენენ დაკვირვებას სასახლეზე, გადაიღებენ ფოტოებს და ვიდეოს.(1დღე)
• პარალელს გაავლებენ ძველსა და ახალს შორის,შეაგროვებენ ფოტო-მასალას, გააკეთებენ სტენდს, გამოუშვებენ გაზეთს.(4დღე)
• გააკეთებენ პრეზენტაციას.
• მოახდენენ ურთიერთშეფასებას
10.საგნებთან /საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:ინტეგრირებულია ისტორიასთან.
11.პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი):ელზა მელაძე
12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:meladzeelza@gmail.com
13.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:http://elzameladze.blogspot.com/
Subscribe to:
Posts (Atom)
